|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი

 „ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.

ამ ჯერზე გთავაზობთ საქართველოს მეცხრე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატების დეკლარაციას. კონკრეტულად კი, ქუთაისის #49-ე ოლქის დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის ქონებრივ მდგომარეობას.

კობა ნარჩემაშვილი დაიბადა ქუთაისში, 1969 წელს. ყავს მეუღლე და ორი შვილი.

მის სახელზეა რეგისტირებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე  750.00 კვ.მ,  259.00 კვ.მ და 120.00 კვ.მ ფართობები. მეუღლის, სოფიო ნარჩემაშვილის სახელზეა თბილისში, თამარაშვილზე  139.50 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. შვილის ვლადიმერ ნარჩემაშვილის სახელზეა 2 საცხოვრებელი სახლი, კომერციული ფართი და ნაკვეთები საგარეჯოსა და თბილისში. ჯამში, ოჯახის სახელზე რეგისტრირებულია 18 ფართი.

ოჯახს ჰყავს ოთხი ავტომობილი, ამათგან ერთი სპეციალიზებული. ყველა ავტომობილის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. მათ სახელზე არ ფიგურირებს ფასიანი ქაღალდები.

დეკლარაციის შევსების დროს ოჯახის წევრებს ანგარიშზე  ჰქონდათ 142 400 დოლარი, 54 000 ლარი და 3 700 ევრო.

ვლადიმერ ნარჩემაშვილი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება უნივერსალ პლიუსის 100 %-იანი მმართველი.

ნარჩემაშვილმა პარლამენტში ხელფასის სახით მიიღო 5 108.14 ლარი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა