|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი?

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის გაცნობას, ამჯერად საჩხერის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის ქონებრივ მდგოარეობას გაგაცნობთ, ბოლო დეკლარაცია მას გასულ წელს აქვს შევსებული. 

 დეკლარაციის მიხედვით, ბენიამენ ფალავანდიშვილი ფლობს ბინას თბილისში და სახლს საჩხერეში,  რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ფალავანდიშვილი თბილისში ფლობს 2 მიწის ნაკვეთს, გლდანში და მიწის ნაკვეთს საჩხერეში.    

 მისი მეუღლე სოფიო ივანაშვილი, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბავშვთა ექიმია, 2017 წელს მისმა  წლიურმა შემოსავალმა 15 227 ლარი შეადგინა. 

ოჯახი ფლობს მსუბუქი ავტომანქანას toyota passo, რომელიც 4500 ლარადაა შეფასებული.

ავტორი: ნიუპრესი