|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლების პროექტის სავარაუდო ღირებულებად 15 მილიონი ლარი სახელდება

არასწორი და არაპროფესიონალური განცხადებები კეთდება რიონისპირა სახლებთან დაკავშირებით - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ ასდღიანი ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებლის გამო ბევრი კითხვა ჩნდება, ამიტომ გადაწყვიტა, საზოგადოების ინფორმირებულობა. როგორც მან განაცხადა,  მუნიციპალური განვითარების ფონდში მიდის  მოლაპარაკებები პროექტის შესაძენად. 

"ვერც ნახავდნენ პროექტს, იმიტომ რომ პროექტი მონიციპალური განვითარების ფონდმა უნდა შეისყიდოს. ჩვენ ვწერთ, მუშავდება პირობები და ამის საფუძველზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, შესაბამისად, ვერანაირად ვერ ექნებათ გამზადებული პროექტი, რომელიც აწი უნდა შეიძინონ, თუმცა ნამდვილად ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ვერ უარყოფენ იმას,  რომ ორჯერ ჩავედით და ჩვენი ხედვაც გვაქვს და იდეის დონეზე შეთანხმებაც არსებობს. ჩვენგან ელოდებიან ინფორმაციას, რომ შემდგომ გამოცხადდეს ტენდერი, რასაც ძალიან მალე ვნახავთ", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ვიცე-მერის თქმით, პროექტის თანხებზე პროექტის განმახორციელებელმა უნდა დადოს სავარაუდო ღირებულება. მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, მინიმალური სავარუდო ღირებულება იქნება 15 მილიონი,  მაგრამ ვიცე-მერის თქმით, ამ სავარაუდო გათვლებს ვერ დაეყრდნობიან.  თანხას სრულად მუნიციპალური განვითარების ფონდი დაფარავს.

რაც შეეხება ვადებს, ვიცე-მერის თქმით,  მნიშვნელოვანია, წელს მოხდეს პროექტის შესყიდვა, შემდგომ დაიწყება მუშაობა.

შეგახსენებთ, მერიის ინიციატივას რიონისპირა სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში მხოლოდ იდეად თვლიან. 

"ქუთაისის რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში არ შემოსულა"

რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს დღეს წარუდგინეს

„რიონისპირა სახლების პროექტი იდეის დონეზე დარჩება“ - მერაბ მეშველიანი

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა