|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა არ გვაქვს "- შპს "სანოს" და მერიის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

ქუთაისის მერია და კომპანია, რომელმაც სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია მოახდინა, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ.

მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განცხადებით,  ქუთაისის მერია  შპს "სანოსთან" სასამართლო დავაშია. მერიის წარმომადგენლის თქმით, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მერია კომპანიისგან მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ დადგება,  მერია ვალდებულია,  ბიუჯეტში ასახული ჰქონდეს კომპანიისათვის განკუთვნილი 528 ათასი ლარი, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 2019 წლის ბიუჯეტში გადავიდა.

"კომპანიასთან მილონ ლარზე მეტ თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვექნება, ვალდებული ვართ 528 000 ლარი იყოს ასახული ბიუჯეტში.  მთავარია, სადაო თანხის ანაზღაურება,  რაც შეეხება ბენეფიციარებს, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება უახლოეს მომავალში, როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ თანხის ანაზღაურების", - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

 მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული შენობა გარემონტდება. ნიშნიანიძის განცხადებით, ფირმასთან რაიმე მოლაპარაკება გამორიცხულია, ვიდრე საცხოვრისში მდგომარეობა არ გამოსწორდა. 

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, საქმე წარმოებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მისი თქმით, შესაგებელი სარჩელი აქვს შემოტანილი კომპანიასაც, რომელიც, თავის მხრივ, დარჩენილი თანხის, 528 ათასი ლარის გადარიცხვას ითხოვს.

მერიასთან სასამართლო დავის არსებობას უარყოფენ შპს "სანოში". კომპანიის დირექტორის ლევან ჭანტურიძის განცხადებით, მათ მერიასთან სასამართლო დავა არ აქვთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. 

"ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა არ გვაქვს. გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც არ არის დასრულებული. მიმდინარეობს  ხარვეზების გამოსწორების პროცესი, რომელიც ასევე არ არის დასრულებული.  მე ამ საკითხებთან დაკავშირებით გუშინაც ვიყავი ჩამოსული ქუთაისში. შემდეგ კვირაშიც ვაპირებ ჩამოვიდე, რაღაცეებზე ვთანხმდებით და შემდეგ მოგახსენებთ", -განაცხადა ლევან ჭანტურიძემ "ნიუპრესთან" საუბარში. 

 ჭანტურიძის თქმით, განცხადება მილიონ ლართან დაკავშირებული  დავის შესახებ სიმართლეს არ შეეფერება. 

შეგახსენებთ, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბინადრები ქუთაისის მერიას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. რამდენიმე თვის წინ მათ მერიაში განუცხადეს, რომ კომპანიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანეს და თანხის უკან დაბრუნების შემდეგ მათ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანდნენ.

 

"გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოს გადაეცემა"- სოციალური საცხოვრისის ბინადრები

სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით შპს "სანო" პირველ კომენტარს აკეთებს

ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა

"არ ვიცი, ალბათ, მერს ეცოდინება"-ქუთაისის ვიცე მერი ვერ აკონკრეტებს, რომელ უწყებას გადაეცა დასკვნა

"ექსპერტიზის დასკვნა ან არ არსებობს, არ რაღაც დასამალი არის მასში"-გიგა შუშანია

სად შეგვიშვით?- ქუთაისის მერიაში საცხოვრისის ბინადრებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის ბინადარები ალტერნატიულ ფართში გადაყვანას მოითხოვენ [VIDEO]

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი მესამედ ჩამოინგრა

სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა