1 600-მდე საჯარო სკოლა წელს შეშით მომარაგდება
გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 1600-მდე სკოლა საშეშე მერქნით მომარაგდება.
საქართველოს მასშტაბით საშეშე მერქნით სკოლების მომარაგებას ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სააგენტო შეშით მომარაგების მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლას გაუწევს.
"აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობას, არამედ, ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში მერქნული რესურსებით სარგებლობის ეფექტურ მექანიზმს შექმნის. საქართველოს 9 რეგიონში სკოლების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ავტორი: ნიუპრესი



15:17
15:16
14:26
17:59
















