|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ლი ნოემბრიდან WhatsApp-ი სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს

1-ლი ნოემბრიდან WhatsApp-ი სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს, მიზეზი მესენჯერის ძველ საოპერაციო სისტემებთან შეუთავსებლობაა.

საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ისSamsung-ისLG-ისZTE-ისHuawei-ისSony-ისAlcatel-ისLenovo-სა და სხვა მოდელებზე.

მესენჯერის მუშაობისთვის უნდა იქონიოთ ისეთი ტელეფონი, რომლის საოპერაციო სისტემაც არის: Android 4.1 ან iOS 10. ან უფრო ახალი.

შესაძლოა, სწორედ ამ მოდელებზე WhatsApp-მა  ფუნქციონირება სრულად შეწყვიტოს. ასევე შესაძლებელია მომხმარებელს მესენჯერის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაზე შეეზღუდოს წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოებაც არ იყოს სათანადოდ დაცული.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა