|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ელ ოქტომბერს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება

სეზონის გახსნიდან რამდენიმე დღეში მესხიშვილის თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას შესთავაზებს.

1-ელ ოქტომბერს,  მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელი ჟერალდ სიბლეირასის ორ მოქმედებიან სპექტაკლს აბსურდის ელემენტებით ,,ქარი ქრის ვერხვებში" ნახავს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელი ნინო მაღლაკელიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები, დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და სულხან გოგოლაშვილი. სპექტაკლის მხატვარია თამარ გურგენიძე, რეჟისორის ასისტენტი ვახტანგ ამანათიძე. 

წარმოდგენა 19 საათზე დაიწყება. 

მესხიშვილის თეატრმა სეზონი 27 ოქტომვბერს გახსნა.

ავტორი: ნიუპრესი