|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოვიყენოთ საკრედიტო ბარათი სწორად

საკრედიტო ბარათი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტია, თუმცა მისი არასწორი გამოყენება ხშირად იწვევს ზედმეტ ხარჯებს. სწორად გამოყენების შემთხვევაში კი ბარათი შეიძლება გახდეს ყოველდღიური ფინანსების მართვის ეფექტური საშუალება.

მთავარია, იცოდეთ როგორ მუშაობს საკრედიტო ბარათი და რა წესები უნდა დაიცვათ მისი გამოყენებისას.

როგორ მუშაობს საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი გაძლევთ საშუალებას აითვისოთ ბანკის თანხა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და უკან დააბრუნოთ იგი გარკვეულ ვადაში. ხშირად, არსებობს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პროცენტი არ გერიცხებათ, თუ გახარჯულ თანხას სრულად დაფარავთ.

როგორ გამოვიყენოთ სწორად

საკრედიტო ბარათის ეფექტურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი წესი:

  • დაფარეთ გახარჯული თანხა სრულად საშეღავათო პერიოდში.
  • არ გამოიყენოთ ბარათი მხოლოდ იმიტომ, რომ ლიმიტი გაქვთ.
  • აკონტროლეთ ყველა ტრანზაქცია.
  • გამოიყენეთ ბარათი მხოლოდ დაგეგმილი ხარჯებისთვის.

ეს მიდგომა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

მიკრობანკი ემბისის საკრედიტო ბარათი - პრაქტიკული გამოყენება

მიკრობანკი ემბისი მომხმარებლებს სთავაზობს საკრედიტო ბარათს, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ბარათის მეშვეობით შესაძლებელია ხარჯების ისე დაგეგმვა, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფინანსური დატვირთვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდით.  

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად 

მინიმალური გადასახადით შემოფარგვლა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა. მინიმალური შენატანის გადახდისას იფარება მხოლოდ მიმდინარე დავალიანება, რომელიც მოიცავს გახარჯული ლიმიტის ნაწილს და მასზე დარიცხულ პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე დავალიანება იფარება სრულად, თუმცა დარჩენილ ათვისებულ ლიმიტზე პროცენტის დარიცხვა გრძელდება და მომხმარებელი ვერ ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით.

ბარათის გამოყენება იმპულსური ან გაუთვალისწინებელი შესყიდვებისთვის - აღნიშნული შეცდომა ხშირად იწვევს დავალიანების სწრაფ, უკონტროლო ზრდას. ვინაიდან ასეთი ხარჯები წინასწარ არ არის გათვალისწინებული მომხმარებლის ბიუჯეტში, მათი დროული დაფარვა რთულდება, რაც დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის.



 როგორ ვმართოთ ლიმიტი სწორად

ლიმიტის სწორად გამოყენება კრიტიკულია. რეკომენდებულია, რომ არ გამოიყენოთ სრული ლიმიტი და შეინარჩუნოთ გარკვეული ბალანსი. ეს არა მხოლოდ ამცირებს რისკს, არამედ დადებითად მოქმედებს თქვენს საკრედიტო ისტორიაზეც.

როგორ შევამციროთ ხარჯები

იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათი იყოს თქვენთვის სარგებლის მომტანი და არა ტვირთი, გაითვალისწინეთ:

  • გადაიხადეთ ათვისებული თანხა დროულად.
  • გამოიყენეთ მხოლოდ საჭირო თანხა.
  • მოერიდეთ ნაღდი ფულის გამოტანას ბარათიდან.
  • აკონტროლეთ ხარჯები რეგულარულად.

ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები.

საკრედიტო ბარათი ძლიერი ინსტრუმენტია, თუ სწორად გამოიყენებთ. მთავარი არის დისციპლინა, კონტროლი და წინასწარი დაგეგმვა.

თუ დაიცავთ ძირითად წესებს და არ გადააჭარბებთ თქვენს შესაძლებლობებს, ბარათი არათუ პრობლემებს შეგიქმნით, არამედ დაგეხმარებათ ფინანსური მოქნილობის გაზრდაში. 

 

ავტორი: