საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ ავდალიანმა ხონში მოსახლეობას კოალიცია “ქართული ოცნების” გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. როგორც ავდალიანი ამბობს, ხონში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ,” როგორც გამგებლობის, ასევე მაჟორიტარ კანდიდატებად ღირსეული და სუფთა წარსულის მქონე ადამიანები დაასახელა. “ქართული ოცნების” ხონის გამგებლობის კანდიდატის ჯემალ მებუკეს თქმით, ის კარგად იცნობს ხონში არსებულ პრობლემებს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მზად არის ბევრი სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს ხონის მუნიციპალიტეტში.
ხონში “ქართული ოცნების” გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს (+ვიდეო)
29 მაისი, 2014 • ანა ჯანაშია, თემურ ჭელიძე • 27
კანდიდატების თქმით, ისინი მზად არიან ხონში ბევრი სასიკეთო ცვლილებები განახორციელონ.
თეგები: კანდიდატების წარდგენა • პოლიტიკა • ქართული ოცნება • ხონი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები