საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას კოალიცია “ქართული ოცნების” გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.როგორც კოპალიანმა განმარტა ცაგერში “ქართულმა ოცნებამ” ის გუნდი შეარჩია, რომლებიც 2014 წლის, 15 ივნისის ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ცაგერს ძველ დიდებას დაურუნებენ. “ყველა ღირსეული კანდიდატი არის წარმოდგენილი ცაგერში. ისინი, სუფთა წარსულის მქონე ხალხია და მჯერა გამარჯვების შემთხვევაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან მოსახლეობას,”- ამბობს კოპალიანი. კოალიცია “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატის, რევაზ ბენიძის თქმით, მას ცაგერის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს. “მე მჯერა მოსახლეობის მხარდაჭერის. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე მათ იმედებს არ გავუცრუებ,” – ამბობს ცაგერის გამგებლობის კანდიდატი რევაზ ბენიძე.

ცაგერში “ქართული ოცნების” გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს (+ვიდეო)
31 მაისი, 2014 • ანა ჯანაშია, თემურ ჭელიძე • 22
“ქართული ოცნების” კანდიდატებს ცაგერის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვთ.
თეგები: კანდიდატების წარგენა • პოლიტიკა • ქართული ოცნება • ცაგერი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები