ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მონასტრებთან არსებულ თავშესაფრებში ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ

13 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 21

მონასტრებთან არსებულ თავშესაფრებში ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ

მონაზვნები ასევე ბრალდებულები არიან, რადგან მათ ექსპერიმენტების ჩატარების უფლება მისცეს.

ირლანდიური კათოლიკური ცენტრები, სადაც გარიყულად ცხოვრობდნენ მარტოხელა დედები თავიანთ შვილებთან ერთად (რომელთა ამქვეყნად მოვლინება დიდ სირცხვილად ითვლებოდა), როგორც გაირკვა ქსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. ამ ცენტრებში ახალ ვაქცინებს ცდიდდნენ, სადაც ბავშვები საექსპერიმენტო ბაჭიების ფუნქციას ასრულებდნენ – წერს La Voz de Galicia, რომელმაც მასალები სააგენტო ფრანც-პრესის მიხედვით მოამზადა.

აღიშნულ ფაქტებს გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდა ადგილი. თუმცა დღეს ახალი დეტალები იკვეთება. მაშინ 80 ბავშვი დაავადდა, რომლებსაც “შემთხვევით“ შეუყვანეს საქონლის ვაქცინა. დღეს გაირკვა რომ “შემთხვევითობას” ადგილი არ ჰქონია.

ბესბოროს ცენტრის „დედა და ბავშვი“ მონაზვნები, ასევე, ბრალდებულები არიან, რადგან მათ დაუშვეს და ექსპერიმენტების ჩატარების უფლება მისცეს ექიმებს. ისინი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი დედების თანხმობით ხდებოდა. “არავინ მომკვდარა, არავის უავადმყოფია ხანგრძლივად”, – ირწმუნებოდა ერთ-ერთი მონაზონი და სარა.

წყარო Voz De Galicia

თეგები: ბავშვებიექსპერიმენტიმონასტერისაზოგადოება