ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შუმახერის სამედიცინო ისტორია შავ ბაზარზე იყიდება

25 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 16

შუმახერის სამედიცინო ისტორია შავ ბაზარზე იყიდება

თუ ამ კონფიდენციალურ დოკუმენტებს ვინმე შეიძენს და გამოაქვეყნებს სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ლეგენდარული ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის სამედიცინო ისტორია სავარაუდოდ მოიპარეს. “ფორმულა 1”-ის პილოტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შავ ბაზარზე იყიდება -განაცხადა შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა.

უცნობია, არის თუ არა დოკუმენტები ნამდვილია და რა მონაცემებს შეიცავს ის.

საბინა კემმა განაცხადა, რომ ისტორია “აშკარად მოიპარეს” და დაამატა, თუ ამ კონფიდენციალურ დოკუმენტებს ვინმე შეიძენს და გამოაქვეყნებს სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

გასულ კვირას, შუმახერი კომიდან გამოვიდა. მან გრენობლის საავადმყოფო დატოვა და რეაბილიტაციის კურსს შვეიცარიის კლინიკაში გადის.

bbc.co.uk

“ინფო9”

თეგები: მიხაელ შუმახერისაზოგადოებასამედიცინო ისტორიაფორმალუა ერთი