ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლეონარდო დი კაპრიო მილიონერის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა?

27 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 20

ლეონარდო დი კაპრიო მილიონერის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა?

მილიონერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც პრესაში მისი ცოლისა და დიკაპრიოს ერთობლივი ფოტო გავრცელდა.

სავარაუდოდ, ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო საკმაოდ უსიამოვნო ამბავში გაეხვა. ამბობენ, რომ “დიდი გეტსბის” ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო მოდელ კეტი კლირის ქმრის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.
მილიონერმა ენდრიუ შტერნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ორი კვირის შემდეგ, რაც პრესაში მისი ცოლისა და ლეონარდო დი კაპრიოს ერთობლივი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მსახიობი კეტის ყურში უჩურჩულებს.
შტერნმა სან-ფერნანდოს პოლიგონზე ყოფნისას შუბლში დაიხალა ტყვია.
ცნობილია, რომ 40 წლის ბიზნესმენი და მოდელი კეტი კლირი ამ დროს განქორწინების პროცესში იმყოფებოდნენ. პირად პრობლემებთან ერთად, ბიზნესმენს ფინანსური პრობლემებიც შეექმნა, რაც დეპრესიის მიზეზი გახდა.
წყარო: marao.ge

თეგები: გეტსბილეონარდო დიკაპრიოსაზოგადოებასკანდალი