ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსეთის მტერთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილზეა

27 ივლისი, 2014 • ნიუპრესი • 21

რუსეთის მტერთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილზეა

გამოკითხულთა 69% მიიჩნევს რომ რუსთის მტერი #1 ამერიკის შეერთებული შტატებია.

რამოდენიმე ხნის წინ რუსეთში „ლევადა ცენტრმა“ მოქალაქეების გამოკითხვა მოაწყო თემაზე, თუ რომელ სახელმწიფოებს მიიჩნევენ მათ მტრებად და მოკავშირეებად. გამოიკითხა 1600 ადამიანი. შედეგები კი ასე განაწილდა: გამოკითხულთა 69% მიიჩნევს რომ რუსთის მტერი #1 ამერიკის შეერთებული შტატებია, 30%-ისთვის მტერი უკრაინაა, მტრებად მიიჩნევენ ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებს: ლიტვას -24%,ლატვიას – 23% ესტონეთს – 21%. გამოკითხულთა 19% თვლის რომ საქართველოც მტერთა სიაშია. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი და გერმანია 18-18%-ით.

სამაგიეროდ მეგობრებად მიიჩნევენ ბელორუსს (51%), ჩინეთს (41%), ყაზახეთს (37%), სომხეთს (15%), ინდოეთს (13%), კუბას, აზერბაიჯანს და ბულგარეთს.

aif.ru

თეგები: მტერიპოლიტიკარუსეთისაქართველო