12 ოქტომბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 ოქტომბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული საგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხვალ დილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა