ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

18 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 148

“ქართულმა ოცნებამ”  იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

შეხვედრა ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან ჩატარდა.

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. შეხვედრა ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან მიმდინარეობს. ქუთაისში მაჟორიტარობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს. #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი , #41-ე საჯარო სკოლის დირექტორი. #48-ე ოლქში – დიმიტრი მხეიძე, ექიმი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კი #49 ოლქში წარადგინეს.

წყალტუბოში -ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში- შალვა კიკნაველიძე- პარლამენტარი, თერჯოლა- ტყიბულში ელგუჯა გოცირიძე, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. საჩხერეში- პაატა კვიჟინაძე,- პარლამენტარი., ის “კონსერვატიული” პარტიის წევრია.

ჭიათურაში-სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი. ბაღდათი- ხარაგაული – კობა ლუსმანაშვილი, ხარაგაულის გამგებელი. სამტრედიაში გია მიქელაძე, ბიზნესმენი.

ვანი- ხონის ოლქში გიორგი ლილუაშვილი, თბილისის ვიცე-მერი.

დეპუტატობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

თეგები: იმერეთიოცნებასაქართველო