ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აგილერას შემდეგ Black Sea Arena-ს სცენას ვანესა მეი დაიკავებს

31 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

აგილერას  შემდეგ  Black Sea Arena-ს სცენას  ვანესა მეი დაიკავებს

ქრისტინა აგილერას შემდეგ Black Sea Arena-ს სცენას ცნობილი მევიოლინე ვანესა მეი დაიკავებს. კონცერტი 6 აგვისტოს არის დაგეგმილი. ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება.

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეეძლებათ. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება.

თეგები: ვანესა მეიკონცერტისაქართველო