ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

17 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 29

ქუთაისში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

თეიმურაზ აფხაზავას სახელობის ტურნირში 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

ქუთაისში სპორტის სასახლეში თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარეობს.

შეჯიბრში თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და საქართველოს ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. ტურნირზე 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

ტურნირი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მონაწილეებს წარმატებსა უსურვა ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.

თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 14 წლის ისტორია აქვს. მისი ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებაა.

თეგები: ბერძნულ-რომაულიზვიად პატარიძეთემურ აფხაზავასპორტიტურნირი