ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარევაჭრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

11 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე • 24

გარევაჭრობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები

რა პრობლემებს უქმნით გარევაჭრობა ქუთაისში, დახლთან მდგომებს?

სიცივე და ანტისანიტარია – ეს ის პირობებია, სადაც ქუთაისელ გარემოვაჭრეებს მუშაობა უწევთ. თუმცა, თავად გარემოვაჭრეები თავის მხრივ პრობლემებს უქმნიან იმ ადამიანების, ვინც ბაზარში დახლებთან დგას. როგორც ბაზარში მყოფნი აცხადებენ, მათ გარემოვაჭრეთა გამო ხარჯი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე – შემოსავალი.

როგორც „ნიუპრესს“ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება, თვითმმართველობას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული ბერკეტი და მხოლოდ გარემოვაჭრეთა გაფრთხილებით შემოიფარგლება.

გარევაჭრობა რომ კანონით აკრძალულია, ეს თავად გარემოვაჭრეებმაც იციან. თუმცა, მათივე თქმით, სხვა გზა არა აქვთ.

თეგები: გარევაჭრობავიდეო სიუჟეტიქუთაისის ბაზარიქუთაისის მერია