ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სასამართლო საპატრიარქოსა და ჟურნალისტის დავას განიხილავს

25 იანვარი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის სასამართლო საპატრიარქოსა და ჟურნალისტის დავას განიხილავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ჟურნალისტ დალი ბარაბაძისა და საპატრიარქოს საქმეს განიხილავს.

დალი ბარაბაძემ სარჩელი ქუთაისის ეპარქიის წინააღმდეგ შეიტანა. ის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ბრალდებებს უყენებს. კერძოდ, დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს რვა ათასი ლარის მიითვისებასა და სამსახურიდან განთავისუფლებაში ადანაშაულებს. რადგანაც ქუთაისის ეპარქია ცალკე იურიდიული პირი არ არის, მოპასუხე მხარეს საპატრიარქო წარმოადგენს.

ბრალდებებს უარყოფენ ეპარქიაში და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება რადიოს „კვალი ნათელი” ლიცენზიის უქონლობის გამო მოხდა.

საქმის განხილვა 2 თებერვალს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

თეგები: დალი ბარაბაძესაპატრიარქოსასამართლო