ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

29 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე • 19

ბაღდათის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

ააპი “ბაღების გაერთიანების” ყოფილმა ხელმძღვანელმა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტა.

ბაღდათის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც გამგეობის დებულებაში შესატანი ცვლილებების დამტკიცებაზე მიდგა ჯერი. აღნიშნული დებულების მიხედვით, გამგებელს უფლება აქვს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლოს და დანიშნოს ააიპის ხელმძღვანელები.

საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გამგებელმა გეგეშიძემ ამ უფლებით დებულების მიღებამდე 11 დღით ადრე ისარგებლა და ააიპ “ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელი მაია სულამანიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სულამანიძის განცხადებით, გამგებელს არანაირი მიზეზი არ ქონდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის, გარდა პოლიტიკური მოტივისა.

თეგები: ბაღდათიგამგებელივიდეო სიუჟეტისაკრებულო