სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ტრანსპორტის ღირებულების გაზრდა, სავარაუდოდ, აპრილიდან მოხდება

27 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, ტრანსპორტის ღირებულების გაზრდა, სავარაუდოდ, აპრილიდან მოხდება

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდა, სავარაუდოდ, აპრილიდან მოხდება.

მგზავრობის ღირებულების მოსალოდნელ გაძვირებას არ უარყოფენ ქუთაისის მერიაში. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მიკროავტობუსების ნაწილი ძველი ტარიფით გააგრძელებს მუშაობას, ნაწილი კი მგზავრობის ღირებულებას 10 თეთრით გაზრდის. მერიაში ასევე ირწუნებიან, რომ მგზავრობის საფასური სოციალურად დაუცველებისათვის არ გაიზრდება.

მგზავრობის ღირებულების გაზრდა მას შემდეგ მოხდება, რაც ამის შესახებ გადაწყვეტილებას ქუთაისის საკრებულო მიიღებს.

შეგახსენებთ, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულების გაზრდის მოთხოვნით მძღოლებმა ორდღიანი გაფიცვა მოაწყვეს.

თეგები: ტრანსპორტი