სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ქუჩას რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭა

29 მარტი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ქუჩას რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭა

ქუთაისში რეზო ჭეიშვილის სახელობის ქუჩა იქნება. გადაწყვეტილება სახელის მინიჭების შესახებ ქუთაისის საკრებულომ მიიღო.

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელი ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების შემაერთებელ უსახელო ქუჩას მიენიჭა.

რეზო ჭეიშვილი 2015 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ის ქუთაისში მწვანეყვავილას პანთონშია დაკრძალული.

მწერლის ბიუსტი დაიდგა მოსწავლე-ახალგაზდობის პარკში, სადაც ასევე მწერლის სახელობის ხეივანი გაშენდა. ქუთაისის მერიის დაკვეთით რეზო ჭეიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფილმი “მუსიკა ქარში” გადაიღეს, ასევე გამოსაცემად მზადდება მისი წიგნი.

თეგები: რეზო