|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მუსიკა ქარში" - ფილმის პრემიერა ქუთაისში

"მუსიკა ქარში" - ასე ქვია ფილმს, რომელიც რეზო ჭეიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაიღეს.

ფილმის პრეზენტაცია ოპერის თეატრში გაიმართა. როგორც ფილმის რეჟისორმა ცისკარა ფაჩულიამ განაცხადა, ფილმზე მუშაობა მწერლის სიცოცხლეშივე დაიწყეს, თუმცა მისი გარდაცვალების გამო პროექტი დროებით შეჩერდა.

"ფილმზე მუშაობა ერთად დავიწყეთ. მან იცოდა რა და როგორ უნდა გადაგვეღო და მოსწონდა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მასთან ერთად გადაღება.  ფილმი მის ცხოვრებას, ბავშვობიდან გარდაცვალებამდე და შემოქმედებას ასახავს. იყო სირთულეები ფინანსური, მაგრამ ფინანსებიც ვერ გააკეთებდა იმას, რასაც ენთუზიაზმი", -განაცხადა  ცისკარა ფაჩულიამ.

ფილმს სახელწოდება მწერლის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით დაერქვა.

სცენარზე საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ იმუშავა.

პრეზენტაციას მწერლის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. მისი მეუღლის მარი ვერულაშვილის თქმით, ფილმა მასში ყველა მოგონება გააცოცოხლა და წარსულში დააბრუნა. 

პროექტი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი