სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საჯარო სკოლები, შესაძლოა, დაჯარიმდნენ

30 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის საჯარო სკოლები, შესაძლოა, დაჯარიმდნენ

ქუთაისის 10-მდე სკოლასა და “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციას” შორის არსებულ დავაზე, საქალაქო სასამართლო განაჩენს 21 აპრილს გამოიტანს.

მხარეების დაპირისპირების მიზეზი ააიპ “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის ” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცის ვადების დარღვევა გახდა.

უკვე გაიმართა რამდენიმე პროცესი. ადმინისტრაციულ საქმეზე განაჩენს მოსამართლე გენადი მაკარიძე გამოიტანს.

სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ სსიპ ქ. ქუთაისის №14, 30, 19, 12, 40, 33, 10, 9 და 1 საჯარო სკოლები.

სკოლების ინტერესს განათლების რესურსცენტრი იცავს. მათ შესაძლოა, ფულადი ჯარიმა, ან გაფრთხილება მიიღონ.

თეგები: ვადებიმოსამართლერესურსცენტრი