17 აპრილს ქუთაისის ცენტრში მომხდარი გასროლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.
ეჭვმიტანილი გიგა ყოჩაშვილი ფაქტიდან რადენიმე დღეში სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ყოჩაშვილმა გამოძიებას ის ცეცხლსასროლი იარაღიც ჩააბარა, რომლითაც სავარაუდოდ, ხოტოველების მისამართით გასროლა მოხდა.
გიგა ყოჩაშვილის ახლობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 5 000 ლარიანი გირაოს გადახდამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლო 2 ივნისს არის ჩანიშნული. ეჭვმიტანილის ინტერესებს ადვოკატი სალომე ბოჭორიშვილი იცავს. ასევე მათი განცხადებით, დასადგენია, რეალურად მოხდა თუ არა გასროლა, რასაც გამოძიება დაადგენს. გამოძიებამ იარაღის კანონიერებაც უნდა დაადგინოს, რადგან ის არ არის ყოჩაშვილის სახელზე რეგისტრირებული.
შეგახსნებთ, რომ 17 აპრილს, პუშკინის ქუჩაზე, მეზობლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას სროლა მოყვა.