ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა ხდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ემზარ კვიციანის გათავისუფლების შემდეგ

28 იანვარი, 2015 • გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე • 18

რა ხდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ემზარ კვიციანის გათავისუფლების შემდეგ

კვიციანის თქმით, ეტაპზე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას არ გეგმავს.

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში, ემზარ კვიციანი ქუთაისის სააპალაციო სასამართლომ, როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა კვიციანმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის კოდორის ხეობის რუსეთისათვის გადაცემის გეგმას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც დამნაშავედ გამოაცხადეს. “ყველაფერი გააკეთა პროკურატურამ, რომ დაემალათ საააკაშვილის დანაშაული”,-განაცხადა მან.

როგორც კვიციანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ ეტაპზე პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას არ გეგმავს.

გათავისუფლებულ კვიციანს ოვაციებით შეხვდნენ მისი მომხრეები და გულშემატკივრები. ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთეს ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა, ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა, არქიმანდრიტმა, მამა გიორგი გულშიანმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ.

თეგები: დავით თევზაძეემზარ კვიციანივიდეო სიუჟეტინორა კვიციანი