ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ორმაისობის დღესასწაული ქალაქის დალოცვით დაიწყო

2 მაისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ორმაისობის დღესასწაული  ქალაქის დალოცვით დაიწყო

ორმაისობის დღესასწაული ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ჩაატარა. მან ქალაქის წარსულსა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რომ აღდგა ეს დღესასწაული, დალოცვილი იყოს ქუთაისი, ყველას წარმატებას, ქალაქს კი განვითარებას ვუსურვებ”, – განაცხადა მეუფე კალისტარემ.

საზეიმო წირვას ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მაჟორიტარი დეპუტატები და გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წირვაზე იმყოფებოდნენ ასევე საპატრიარქოს ჩოხოსნები, საზოგადოება „ქუთაისელისა“- და „ბაღისკიდეს“ წევრები. დალოცვის შემდეგ ბაგრატის ტაძრის ეზოში პატარა ჩოხოსნების კურთხევა გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებები ქალაქში ორი დღე გაგრძელდება.

ამ თემაზე:

“ორმაისობის” ღონისძიებები 2 დღე გაგრძელდება

თეგები: ორმაისობაქუთაისიღონისძიებები