|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობის დღესასწაული ქალაქის დალოცვით დაიწყო

ორმაისობის დღესასწაული ბაგრატის ტაძრიდან ქალაქის დალოცვით დაიწყო. საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ჩაატარა. მან ქალაქის წარსულსა და  დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ აღდგა ეს დღესასწაული, დალოცვილი იყოს ქუთაისი, ყველას წარმატებას, ქალაქს კი განვითარებას ვუსურვებ", - განაცხადა მეუფე კალისტარემ.

საზეიმო წირვას ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მაჟორიტარი დეპუტატები და გუბერნიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წირვაზე იმყოფებოდნენ ასევე საპატრიარქოს ჩოხოსნები,  საზოგადოება „ქუთაისელისა“- და „ბაღისკიდეს“ წევრები. დალოცვის შემდეგ ბაგრატის ტაძრის ეზოში პატარა ჩოხოსნების კურთხევა გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებები ქალაქში ორი დღე გაგრძელდება. 

 

 

 

 

 

ამ თემაზე:

"ორმაისობის" ღონისძიებები 2 დღე გაგრძელდება

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა