ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და რიონის სანაპიროზე მშენებარე “არგოს” საძირკველს მიუახლოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლიას” თავმჯდომარე გია გოქაძე სოციალურ ქსელში წერს:
“უკანონო მშენებლობასთან ერთად, მივუთითებდით ასევე ამ საფრთხეზე, რომელზეც ქუთაისის მერიიდან პასუხად ისმოდა – ღმერთმა არ ქნას, რომ რიონი მოდიდდეს. რას შვება ახლა ქუთაისის მერი შოთა მურღულია – ლოცულობს? უპასუხისმგებლობის ზეიმი შერეული კორუფციასთან – ესაა მურღულიას საქმიანობა ქუთაისში”,-აცხადებს გოქაძე.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ჩარდახის” მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ “არგოს” მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა. მიზეზი ისტორიული ძეგლის -ოქროს ჩარდახის სიახლოვე, რეკრეაციულ ზონაში მშენებლობა და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა იყო. პასუხად ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ კაფეს მშენებლობისათვის ყველა ოფიციალური ნებართვა არსებობს.
მსგავსი:
“არგოს” მშენებლობისთვის ორივე ნებართვა არსებობს”
„ქუთაისის მერმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ “არგოს“ მშენებლობაზე ნებართვები ჰქონდათ“