|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არგოს" მშენებლობისთვის ორივე ნებართვა არსებობს"

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებას მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი პასუხობს, მისი განცხადებით, მშენებლობა კანონის დაცვით ხდება.

"ვინც ვერ გაიგო, ან არ უნდათ გაგება, რომ კაფე-ბარი "არგო" შენდება კანონის სრული დაცვით, კიდევ ერთხელ ავუხსნით. 
ტერიტორია, სადაც ,,არგო“ შენდება რუსთაველის 9 „ბ“-ში მდებარეობს. მოცემული ტერიტორია არ არის დატვირთული მწვანე საფარით, არ იჭრება არცერთი ხე.
პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. გზების დეპარტამენტმა იგივე შინაარსის წერილი მიწერა არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპა ჩვენი სახლია“, რომლის წარმომადგენლებიც "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ირიცხებოდნენ", – განაცხადა ჭეიშვილმა, რომელიც თვლის, რომ პროცესი პოლიტიკურად მართულია.
"ჩვენთვის სრულებით გაუგებარია დღევანდელი მათი ბრიფინგის და აღშფოთების მიზეზი. 
კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ დოკუმენტაციას, რომელიც, იმედი გვაქვს, ახლა მაინც იქნება წაკითხული და გაგებული ისე,  როგორც არის. ამ თემით სპეკულირება მიგვაჩნია პოლიტიკურად მართულ პროცესად", –განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა