|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ “არგოს“ მშენებლობაზე ნებართვები ჰქონდათ“

ქუთაისში "ოქროს ჩარდახისა" და რიონის სანაპიროზე კაფეს მშენებლობის ირგვლივ დავა გრძელდება.  არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მერმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ კაფეს მშენებლობის შესახებ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის სააგენტომ და საგზაო დეპარტამენტმა გასცეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის სააგენტომ აღიარა, რომ ნებართვა შესწავლის გარეშე, მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცეს. რაც შეეხება საგზაო დეპრტამენტს, რომელიც მდინარეების სიახლოვეს მშენებლობას აკონტროლებს,  აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართა საერთოდ არ გაუცია, რადგან მათი განცხადებით, ეს მათ კომპეტენციას ცდებოდა.

„შოთა მურღულიამ მოიტყუა, თითქოს ორივე სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდათ, რაც არაა სიმართლე.  ერთმა აღიარა, რომ არ შეუსწავლია, მეორეს კი, საერთოდ არ გაუცია ნებართვა. რადგან ეს არ იყო მათი კომპეტენცია.  პასუხისმგებლობა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკისრება. თუ რაიმე მოხდება, ამაზე პასუხისმგებელი შოთა მურღულია იქნება“, - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

ბარათაშვილის განმარტებით, მათ მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, რათა მოხდეს ნებართვის შესწავლა, რაც მისივე თქმით,  ამ დრომდე არ დაწყებულა.

არასამთვრობო ორგანიზაციები საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ, რომ საკითხის განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა