ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაცული ტერიტორიები 729 296 ვიზიტორმა მოინახულა

7 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

დაცული ტერიტორიები 729 296  ვიზიტორმა მოინახულა

დაცული ტერიტორიების მნახველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42% (302 768) კი – უცხოელი. მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
2017 წლის რვა თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
პრომეთეს მღვიმე-125906 ვიზიტორი
მარტვილის კანიონი -120434
სათაფლიას – 71 997
ოკაცეს კანიონი -57 404

წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 38%-ითაა გაზრდილი.

თეგები: დაცული ტერიტორიები