|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა

საქართველოს უახლეს ისტორიაში 16 მარტი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მდინარე გუმისთის სანაპიროზე მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ვეტერანებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში 16 მარტი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა.33 წლის წინ, ამ დღეს, მდინარე გუმისთასთან აფხაზ სეპარატისტთა სამხედრო დაჯგუფებებთან უთანასწორო ბრძოლები გაიმართა.

 ჩვენმა ჯარისკაცებმა გმირობა და სიმამაცე, უპრეცედენტო თავგანწირვა გამოავლინეს. ბევრი მათგანი გმირულად შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი არტილერისტების სიმამაცე. რომ არა მათი გმირული ბრძოლა, ქართველი ჯარისკაცების მხრიდან მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. 

ჩვენ არ ვივიწყებთ ქართველი ჯარისკაცების მამაცობას. გმირთა მემორიალზე ყოველი წლის 16 მარტს პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსადრე ტაბატაძემ.

 ცნობისთვის, 1993 წლის 15-16 მარტს განვითარებულ მოვლენების დროს მოწინააღმდეგემ 300-400 მებრძოლი დაკარგა, ათასზე მეტი კი დაიჭრა. 

საბრძოლო დანაკარგს ვერც ქართული მხარე გადაურჩა – 137 დაღუპული და 300-მდე დაჭრილი.
 
 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა