|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის - გეოლოგები

სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს. 
„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.
დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.
ამ დროისათვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტს განვითარდა. სტიქიის შედეგად 15-მდე სახლი დაინგრა, დაზიანდა საავტომობილო გზა და სოფლის ინფრასტრუქტურა.  სოფლიდან 100-მდე ადამიანია ევაკუირებული, ისინი ტყიბულისა და ქუთაისის სასტრუმროებში არიან გადაყვანილები.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა