ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის არჩევნებზე

26 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია, ბექა გერაძე • 25

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის არჩევნებზე

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორად სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ გიორგი ღავთაძე აირჩია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი ღავთაძე აირჩია. მმოქმედ რექტორს საბჭომ ვადა კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივა.

„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სტუდენტები გიორგი ღავთაძის რექტორად არჩევასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რექტორის არჩევნებში მონაწილეობას გიორგი ღავთაძის გარდა კიდევ 2 კანდიდატი მონაწილეობდა. ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი, ყოფილი რექტორი გიორგი ონიანი. მესამე კანდიდატმა, ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა შერმადინ მიქელთაძემ თავისი კანდიდატურა დიმიტრი კოპალიანის სასარგებლოდ მოხსნა.

თეგები: აწსუგიორგი ღავთაძევიდეო სიუჟეტირექტორის არჩევნები