|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 წლის მოცეკვავე გოგო ანა წიქარიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

ბაღდათში ბავშვთა ცეკვების ფესტივალზე ქუთაისელი გოგონა 17 წლის ანა წიქარიშვილი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ბაღდათის კულტურის ცენტრი ავრცელებს. 
„ბავშვთა ცეკვების ფესტივალი,რომელსაც ატარებდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი, ორნაწილიანი იყო.
პირველი-12 სთ-ზე დაიწყო და 15:00 სთ-ზე დასრულდა. მეორე 16:00 სთ-ზე იყო ჩანიშნული. კონცერტის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელ დარბაზში, 17 წლის ქუთაისელი გოგონა შეუძლოდ გახდა.(დარბაზი არის საკმაოდ მაღალ ჭერიანი. საჰაეროებით). სამწუხაროდ, გოგონა მოგვიანებით ბაღდათის კლინიკაში გარდაიცვალა.
კონცერტი ჩაიშალა.
ბაღდათლებისთვის, თითოეული იქ მყოფი სტუმრისთვის თუ მასპინძლისთვის, გუშინდელი დღე უდიდესი ტრაგედია იყო.
ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ანსამბლ „ცეკურის" ყოფილი მოცეკვავის, ანი წიქარიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, საახლობლოს, ანსამბლ "ცეკურის" ხელმძღვანელებს, მოცეკვავეებს, ქუთაისელებს", - წერია კულტუირის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 17 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. 

ავტორი: