წლის დასასრულს, ტრადიციულად, ყველა შესრულებულ სამუშაოებს აჯამებს. განვლილი წელი მეტ-ნაკლებად საინტერესო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, რომელთა მიხედვით, “ნიუპრესმა” 2017 წელს დააწესა სახალისო ნომინაციები და გამარჯვებულებიც გამოავლინა.
წლის წარმატება–„ტორპედოს“ ჩემპიონობა
წლის ფრაზა – გიორგი ჭიღვარიას განმარტება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით
წლის ფოკუსი– რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში
წლის საჩუქარი – კომპანია „მარსის“ მიერ მერიისთვის ნაჩუქარი ავტომობილი
წლის გაცილება – მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის გაცილება
წლის ხმაურიანი მშენებლობა–ცენტრალურ მოედანზე „ მაკდონალდსის“ მშენებლობა
წლის საუკეთესო გამოგონება– ქუთაისელი მოსწავლეების მიერ მანძილის მზომი რობოტის გამოგონება
წლის პროექტი– კვლავ რჩება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც ყოველ წელს იწყება
წლის აქცია – გოგი წულაიას თევზაობა ასათიანის ქუჩაზე
წლის დაპირება– ქუთაისში სკეიტპარკის მოწყობა
წლის ხუმრობა – რეაბილიტირებულ უბანში ხუმრობით დადგმული ნაძვის ხე
წლის პერფორმანსი-დეპუტატები ქოლგით