|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ასათიანის ქუჩაზე თევზაობს [VIDEO]

"მადლობა ხელისუფლებას, რომ ყველა ქუჩაზე ასეთი აუზები მოგვიწყო, სადაც მოსახლეობა თევზაობს",- განაცხადა გოგი წულაიამ და ასათიანის ქუჩაზე არსებულ ორმოდან ანკესით თევზი ამოიყვანა.

პერფორმანსით, რომელიც "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე გამართეს,  ქალაქის გზებზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ მერიას ახალი გასართობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა მერიას, რომელმაც იზრუნა ადამიანებზე და ასეთი აუზები ყველგან მოაწყო, საფიჩხია-გორაზე წყალი ვერ შეაკავეს და ახლა ორმოების გაღრმავებას ცდილობენ.

ეს არის სასაცილო მდგომარეობა, წელიწადზე მეტია მძღოლები გაუსაძლის პირობებში გადაადგილდებიან. მოვუწოდებთ მერიას, დაამატონ ორმოები, რადგან გზები მაინც არ წესრიგდება“, -განაცხადა წულაიამ.

მისი თქმით, ზამთრის გასვლის შემდეგ გზებზე არსებული მდგომარეობა უფრო თავსაჩინო გახდება.

ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს. შეუსრულებელი სამუშაოები პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა.

 

ქუთაისის მერიაში მიიჩნევენ, რომ გოგი წულაია კვლავინდებურად პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. "რაც შეეხება ლ. ასათიანის ქუჩას არაერთხელ გაკეთდა განმარტება, რომ ტერიტორიას გაერთიანებული წყალმომარაგების ქვეკონტრაქტორი კომპანია SMK აკეთებს. ასათიანზე მოწესრიგდა წყლის სისტემა და ამინდების გამოსვლის შემდეგ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოხდება გზის საფარის მოწესრიგება. რაც შეეეხება სხვა ქუჩებზე არსებულ დაზიანებებს, გზის შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა და სამუშაოებიც დღეს დილიდან, ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყო. ზოგადად ზამთარში, ყინვების დროს გზის საფარი ზიანდება, ამიტომ ეს თემა პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა", -განუცხადა "ნიუპრესს" მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა