ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის სანქციების საკითხი არ გადაიხედება

18 აპრილი, 2015 • ანა ჯიქია • 18

ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის სანქციების საკითხი არ გადაიხედება

საპარლამენტო სესიაზე რუსეთისთვის სანქციის გადახედვის საკითხი, შესაძლოა, აპრილის სესიის დღის წესრიგიდან მოიხსნას.

ევროსაბჭოში, საპარლამენტო სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის სანქციის გადახედვის საკითხი, შესაძლოა, აპრილის სესიის დღის წესრიგიდან მოიხსნას. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ განუცხადა. მისი თქმით, დეპუტატები ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭს 20 აპრილს უყრიან. “მხოლოდ დეპუტატები არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ დატოვონ, თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში”, – განაცხადა სავიცკიმ.

“დოიჩე ველეს” ასამბლეის სამდივნოში სანდო წყარომ განუცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება მიმდინარე წლის იანვარში ჩამოერთვა, რაც ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

თეგები: ევროსაბჭოპოლიტიკარუსეთისანქციები