დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვანისა და ხონის მოსახლეობას პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წარუდგენს.
ხონის კულტურის ცენტრში წარდგენა 15:00 საათზე, ხოლო ვანის კულტურის ცენტში – 16:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში 28 აპრილს გაიმართება.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა.