სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონისა და ვანის დეპუტატობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა

30 მარტი, 2018 • ირინა მაკარიძე • 1

ხონისა და ვანის დეპუტატობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში 9 განაცხადი შევიდა.

კომისიას დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის 2 დღის ვადა აქვს, რის შემდეგაც მოხდება კანდიდატების დარეგისტრირება.

განაცხადების შეტანის ვადა გუშინ 18 საათზე ამოიწურა. არსებულ 4 განაცხადს 5 გუშინ დაემატა. როგორც ცნობილია, გუშინ შეიტანა განაცხადი “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიგი უგულავამ.

არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომელსაც ამომრჩეველს დღეს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს.

ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში 28 აპრილს გაიმართება.

თეგები: პოლიტიკა