სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება

18 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის  საბავშვო ბაღებში  რეგისტრაცია  სექტემბრიდან დაიწყება

ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალებში ბავშვების რეგისტრაცია საზაფხულო არდადეგების შემდეგ დაიწყება. გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია, სავარუდოდ, 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტაცია, მათ შორის: მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ, ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი), ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3×4.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 37 ფილიალი შედის.

შეგახენებთ, მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, მორიგე ბაღები იმუშავებს.

ქუთაისში, მორიგე საბავშვო ბაღები მხოლოდ ივლისში იმუშავებს

თეგები: საზოგადოება