ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის სააპელაციო განხილვა დასრულდა

29 ივნისი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის სააპელაციო განხილვა დასრულდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ირაკლი მერკვილაძის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა.

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე განაჩენს 2 ივლისს გამოაცხადებს.

დაკავებული ექიმის ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. ექიმი მის წინააღმდეგ დაინტერესებული მხარის მიერ “საქმის შეკერვაზე” საუბრობს.

ექიმი 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა. საქმე 116-ე მუხლით წარიმართა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია

ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს

“სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ”-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება

თეგები: სამართალი