"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი
ქუთაისში დაკავებული ექიმის, ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსამდრე თათელიშვილის განცხადებით, ქალაქის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
“სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ყველა ინსტანციას გავაგებინებთ ამ უსამართლობის ამბავს. ასეთი განაჩენის არ გასაჩივრება დანაშაული იქნება. არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას,“ -აღნიშნა თათელიშვილმა.
მისივე თქმით, ექიმი დანაშაულს არ აღიარებს. ხოლო ოჯახის წევრები და თანამშრომლები მის მხარდასაჭერად პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, ცნობილი ექიმი ირაკლი მერკვილაძე გუშინ სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, მას ქუთაისის სასამართლომ, მოსამართლე ციცინო მოსიძის თავმჯდომარეობით, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ექიმის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით განიხილებოდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმე 2013 წელს საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებებით პაციენტის - ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალებას უკავშირდება.
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
ავტორი: ხატია ბანძელაძე