პარლამენტმა 19–21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დოკუმენტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 კი წინააღმდეგი იყო.
კანონის თანახმად:
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
- ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა.
- პირი, ვის მიმართაც გავრცელდება აღნიშნული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.
კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხნაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნება“ დადებულ პირობას, კანონპროექტის შემოდგომაზე მესამე მოსმენით მიღების თაობაზე, ასრულებს.
„როდესაც ჩატარდა ბრიფინგი შარლი მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მთელ რიგ სარეფორმო საკითხებს ბოლომდე მივიყვანდით, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა 19–21 ივნისის მოვლენებს და რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებული იყო, შემოდგომაზე მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული. „ქართულო ოცნების“ გუნდი ამ პირობას ვასრულებთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშილმა.
ავტორი: ნიუპრესი