|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რა დროსაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის, მოხდება ბოლო მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა.

ვიდეოკონფერენციაზე მოხდება საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებული ბოლო მოვლენების, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განხილვა.

ამასთან, ევროკავშირის მინისტრები ვიდოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან.

ავტორი: ნიუპრესი