სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა

7 სექტემბერი, 2018 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურისი განმეორებით გამოცხადდება. როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა “ნიუპრესთან” საუბარში განაცხადა, გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულ კონკურსში 12 განაცხადი იყო შესული, თუმცა მიზეზთა გამო ხელმძღვანელის შერჩვა ვერ მოხდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკური მოგვიანებით გამოცხადდება. ზუსტი თარიღი უცნობია.

ამ დროისთვის ხელმძღვანელის მოვალეობას გიგა ციბაძე ასრულებს, რომელიც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი უფროსი ბადრი ვაშაკიძე თანამდებობიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის გათავისუფლდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორობისთვის 12 ადამიანი იბრძოლებს

თეგები: საზოგადოება