2 მაისს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სდომაზე უნდა მივიდეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილი მეხუთედ წარსდგება.
2 მაისს ქუთაისში ქალაქის დღესასწაული აღინიშნება, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ავტორი: ნიუპრესი