|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 თებერვლამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.

„თბილისში 30 იანვარს შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ავტორი: